"ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ მეორე ფრონტი საქართველოში, თუ არ უნდათ"

13-09-2022 14:59:17 პოლიტიკა

"ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი", – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პარლამენტის დეპუტატის ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას.

კობახიძის თქმით, "უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი სურვილია, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას".

„სამწუხაროდ, უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველო ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში წარიმართება. ეს არის ღია გზავნილი. ალბათ, ეს გზავნილი საზოგადოების წინაშეც არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეგვიძლია, გამოკითხვა, პლებისციტი ჩავატაროთ და ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას. რასაც ხალხი იტყვის, შეიძლება, იმას გავყვეთ, ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას „მეორე ფრონტის“ არგახსნასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ფიოდორ ვენისლავსკი აცხადებს, რომ "ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლება, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები