Accentnews.ge
ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 8 დაკავებულიდან 5 დარბაზიდან გაათავისუფლეს

ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 8 დაკავებულიდან 5 დარბაზიდან გაათავისუფლეს

13/09/2022 12:42:16 სამართალი

ცხვარიაჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 8 ადამიანიდან, 5 დარბაზიდან გაათავისუფლეს და აღკვეთის სახით გირაო შეუფარდეს. პროცესი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 და ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი. მათ 10 000 – 10 000–ლარიანი გირაო შეუფარდეს.

28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.

22 წლამდე ახალგაზრდა კაცი, დავით ჯიჯეიშვილი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. მათ შორის ყველაზე მძიმე კვალფიკაცია სიხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S