Accentnews.ge
ერევანი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება

ერევანი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება

13/09/2022 19:14:38 კავკასია

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა არამ ტოროსიანმა განაცხადა.

13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტი გამწვავდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.

კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.

რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S