Accentnews.ge
ერევანსა და ბაქოში აცხადებენ, რომ დღეს დილიდან საზღვარზე დაპირისპირება განახლდა

ერევანსა და ბაქოში აცხადებენ, რომ დღეს დილიდან საზღვარზე დაპირისპირება განახლდა

14/09/2022 08:06:33 კავკასია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დღეს დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს–სპიკერის თქმით, "წუხელ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ჯერმუკის არეალში, ხოლო დღეს 08:00 საათიდან ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით დაიწყო სროლა". ერევანში აცხადებენ, რომ თავადაც მიმართეს საპასუხო ზომებს.

აზერბაიჯანი კი დაპირისპირების განახლებაში სომხეთს ადანაშაულებს. ბაქოში აცხადებენ, რომ "ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით, მათ კი საპასუხო ზომებს მიმართეს".

საზღვარზე დაძაბულობის პარალელურად, სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სომხურმა ოპოზიციამ და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებმა ერევანში საპროტესტო აქცია დაიწყეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი, ასევე სომხური მედიის ინფორმაციით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, წუხელ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საგანგებო სხდომა მოიწვია. ვიდეოკონფერენციით მოწყობილ სესიას რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები ესწრებოდნენ, ასევე ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანი.

სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთში ОДКБ-ის გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.

ოფიციალური მონაცემებით, 12 სექტემბრის ღამით დაწყებული დაპირისპირების შედეგად 50 აზერბაიჯანელი და 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S