Accentnews.ge
შსს – იანვარ-ივლისში საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი დაფიქსირდა

შსს – იანვარ-ივლისში საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი დაფიქსირდა

14/09/2022 08:50:16 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 61 გახსნეს.

იანვარ-ივლისში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 269 ფაქტი დარეგისტრირდა. აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება.

იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S