Accentnews.ge
შსს – მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობაა

შსს – მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობაა

14/09/2022 09:01:01 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს.

დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი.

ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სულ 1121 ფაქტი, საიდანაც 119 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 27 და 17 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 39 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 35 და 33 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 65 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 869 შემთხვევა - გაიხსნა 10.

გარდა ამისა, დაფიქსირდა 1727 სატრანსპორტო დანაშაული, მათ შორისაა 190 ისეთი ფაქტი, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.

რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:

გაუპატიურება - 96, გაიხსნა 61; ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება - 1628, გაიხსნა 1434; სამოხელეო დანაშაული - 346, გაიხსნა 80; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა - 48, გაიხსნა 33.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 5.14%-ითაა შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 34 848 დანაშაულიდან 41.64% გახსნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S