Accentnews.ge
ოსური პარლამენტის დე ფაქტო სპიკერი თანამდებობას ტოვებს

ოსური პარლამენტის დე ფაქტო სპიკერი თანამდებობას ტოვებს

14/09/2022 14:54:58 კონფლიქტები

ცხინვალის ოპკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი 15 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე ერთადერთ საკითხს - დე ფაქტო სპიკერ ალან ტადტაევის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას განიხილავს.

ოსური მედიის ინფორმაციით, ტადტაევმა განცხადება საკუთარი ნებით დაწერა, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის ალანა ტადტაევი ოსურ დე ფაქტო პარლამენტს 2019 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. იგი წინა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის თანაგუნდელი გახლდათ.

სავარაუდოდ, 15 სექტემბრის სესიაზევე იქნება განხილული ახალი დე ფაქტო სპიკერის კანდიდატურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S