Accentnews.ge
აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნები" ჩატარდება

აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნები" ჩატარდება

14/09/2022 15:08:34 კონფლიქტები

15-27 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნებია" დაგეგმილი, - იუწყება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.

მისივე ინფორმაციით, სწავლება სოხუმის საზღვაო პორტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

დე ფაქტო უშიშროება მიმართავს აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობას, წვრთნების პერიოდში სიფრთხილე გამოიჩინოს.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვარში, სოხუმში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობაში რუსულ-აფხაზური ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდა, რომელშიც რუსული ФСБ-სა და აფხაზური დე ფაქტო ძალოვანი უწყებების 500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S