Accentnews.ge
ფონ დერ ლაიენი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას: "თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ"

ფონ დერ ლაიენი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას: "თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ"

14/09/2022 15:15:33 ევროპა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან შეიძლება, გამოიტანონ, არის ის, რომ უნდა მოესმინათ მათთვის, ვინც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს იცნობს.

"ერთი გაკვეთილი ამ ომიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს, ანა პოლიტკოვსკაიასთვის და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ძვირად დაუჯდათ, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ბელარუსის ოპოზიციისთვის. ჩვენ უნდა მოგვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით - პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდებოდა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 14 სექტემბერს სტრასბურგში, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროკავშირი უნდა ესწრაფოდეს დემოკრატიის გავრცელებას და ამის საუკეთესო გზა კონტინენტზე კავშირების გაღრმავებაა. ეს კი იწყება მათით, ვინც არ არის ევროკავშირის წევრი და ევროკავშირი უნდა იყოს მათთან ერთად ყოველდღიურად:

„ვინაიდან ძლიერ დემოკრატიამდე გზა და ჩვენს კავშირამდე გზა ეს ერთი და იგივეა, ამიტომ მსურს, ხალხმა დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში იცოდეს, თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია, უთქვენოდ ჩვენი კავშირი სრულყოფილი არ არის“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევმა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს შეიტანა განაცხადი. საქართველომ და მოლდოვამ კი - 3 მარტს.

23 ივნისს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, თუმცა უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი. ამისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია: დაძლიოს პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა და გაათავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, დაიცვას უმცირესობების უფლებები, ებრძოლოს კორუფციას და ასე შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S