Accentnews.ge
ევროკომისია უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს – Reuters

ევროკომისია უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს – Reuters

14/09/2022 15:37:00 ევროპა

18 სექტემბერს ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერებას, რომელიც ამჟამად ბლოკის 2021-2017 წლების საერთო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული,- იუწყება Reuters ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

მიზეზად უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპის რღვევა სახელდება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი თავის მიერ შემუშავებულ ახალ ფინანსურ სანქციას დააწესებს, რომელიც მიზნად 27-ქვეყნიან ბლოკში დემოკრატიული პრინციპების დაცვას ისახავს.

ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, უნგრეთისთვის გამოყოფილი 22.5 მილიარდი ევრო შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა არცერთი მაღალჩინოსანი ზუსტ თანხას არ ასახელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S