Accentnews.ge
ევროპარლამენტი ყოველთვის მკაფიო იყო და არის საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით – მეცოლა

ევროპარლამენტი ყოველთვის მკაფიო იყო და არის საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით – მეცოლა

14/09/2022 16:04:50 ევროპა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია. ევროპარლამენტი ყოველთვის მკაფიო იყო და არის საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ამასთან, მისი ქმით, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი.

„პირველ რიგში, გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია. ევროპარლამენტი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო და არის თქვენი ქვეყნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვაგრძელებ საუბარს თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ რეკომენდაციებს მისდევთ. ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი. ასეთია ჩემი პოზიცია თქვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის: საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S