Accentnews.ge
„ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად, საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა, შეასრულონ კრიტერიუმები“

„ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად, საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა, შეასრულონ კრიტერიუმები“

14/09/2022 16:36:38 ევროპა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თაის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოვიდა შეხსენები, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია.

ამასთან, მან უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომი და ამ აგრესიის მიმართ საქართველოს პოზიცია ახსენა:

“რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედო, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია. ასევე გამოაცხადა რომ ხელს შეუშლის ყველა მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანციქებისთვის თავის არიდებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის თანხები გამოყო, ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოერბისთვის.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. მე მინდა საქართველო გავამხნევო, რომ ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ამ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე“.

კითხვაზე, როგორი იქნება გერმანიის მხარდამჭერი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის

ოლაფ შოლცის განცხადებით, გარდა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებების გატარებაში მხარდაჭერისა, გერმანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც დაეხმარება:

„პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში ეს არის კანდიდატი ქვეყნების საქმე, რომ შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული. გარდა ამისა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის, ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს ჩვენ ლაპარაკი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S