Accentnews.ge
თანამდებობა კადიროვის არასრულწლოვან შვილსაც ჩააბარეს

თანამდებობა კადიროვის არასრულწლოვან შვილსაც ჩააბარეს

14/09/2022 17:06:08 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ახმედ კადიროვი "ახალგაზრდა თაობის აღზრდის ახალი იდეების" განსახილველად, რუსეთის განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვს შეხვდა.

რუსეთის ფედერალურმა მინისტრმა მხარი დაუჭირა კადიროვის შვილის კანდიდატურას რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერის პოსტზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახმედ კადიროვის ხელმძღვანელობის ქვეშ რეგიონის ყველა ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციის გაერთიანება მოხდება.

როგორც განიმარტა, კადიროვის შვილი საქმიანობა მიმართული იქნება ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც "ჩეჩნების რესპუბლიკის "ბავშვებისა და ახალგაზრდების" ინტერესებს შეესაბამება.

რამზან კადიროვის შვილებს, ძმისშვილებს, დებს, ბიძაშვილებს და ბიძაშვილების შვილებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დროს 100-მდე მაღალი თანამდებობა ეკავათ საჯარო სამსახურში.

"თუ მე პასუხს ვაგებ ჩემს ხალხზე, რესპუბლიკაზე და თუ ამას ვახერხებ, რა განსხვავება აქვს მათთვის, თუ ვინ იქნება მინისტრი, რაიონის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის უფროსი თუ მთავრობის თავმჯდომარე? მე ეს დიდად არ მაღელვებს,"- უპასუხა ნეპოტიზმის თაობაზე კრიტიკას კადიროვმა.

***

გასული წლის ივნისის მდგომარეობით, კადიროვი, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რეგიონის უმდიდრესი ხელმძღვანელი გახდა რუსეთის მასშტაბით. გასული წლის განმავლობაში მისი შემოსავლები აჭარბებდა სიაში მის შემდეგ პოზიციებზე მყოფი ათი გუბერნატორის ერთობლივ შემოსავალს.

2018 წელს კადიროვის ოფიციალური შემოსავალი 7,5 მილიონი რუბლი გახლდათ. ბოლო ორ წელიწადში კადიროვმა საკუთარი შემოსავლები 50–ჯერ გაზარდა.

როგორც Forbes წერდა, 2020 წელს რუსეთის მთავრობამ ჩეჩნეთისთვის ფინანსური დახმარება 27,7 მილიარდი რუბლით გაზარდა, 106,4 მილიარდამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S