
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინული დესანტის განადგურების თაობაზე ყალბი ვიდეო გამოაქვეყნა
14/09/2022 21:24:57 ევროპა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც თითქოს ბარჟის განადგურებას ასახავს, რომელსაც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები გადაჰყავდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაკავებლად. სინამდვილეში კი, როგორც გაირკვა, ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრში ჩანს დნეპერზე აგებული ძველი ხიდის საყრდენი ნაწილი, რომელიც 1943 წელს ააგეს გერმანელებმა და ექვსი თვის შემდეგ ააფეთქეს ვერმახტის ჯარისკაცებმა უკანდახევის დროს. სიყალბე The Insider-მა და ტელეგრამ–არხმა Grey Zone–მ შენიშნეს.
მანამდე მედია არაერთხელ გამოავლინა ფაქტების გაყალბების მცდელობა და შეუსაბამობები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პრესრელიზებში უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ. მაგალითად, უწყებამ 12 სექტემბერს მეორედ გაავრცელა ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონის ვოზნესენსკის რეგიონში 45 ათასი ტონა საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ. ომის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ოთხჯერ გამოაცხადა დონეცკის ოლქის სოფელ პესკის აღების შესახებ. გარდა ამისა რუსეთის სამხედრო სარდლობა ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს გაუნადგურეს 84 „ბაირაქტარი“, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, უკრაინას მხოლოდ 36 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა. მედიამ გამოთვალა და აღმოაჩინა, რომ თუ შევაჯამებთ განადგურებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის რაოდენობას, რის შესახებაც ცნობებს ყოველდიურად ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი, ის აღემატება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელთ არსებულ ტექნიკას დასავლური მარაგების გათვალისწინებით.