Accentnews.ge
ზელენსკის ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა - პრეზიდენტის სპიკერი

ზელენსკის ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა - პრეზიდენტის სპიკერი

15/09/2022 05:46:46 ევროპა

პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ ზელენსკის მანქანა ავარიაში მოჰყვა.

მისი თქმით, ინციდენტი კიევში მოხდა.

როგორც პრესმდივანი ამბობს, მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის და დაცვის მანქანებს შეეჯახა.

"სახელმწიფოს მეთაურის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ჯგუფს გადასცეს.

პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

შემთხვევის ყველა გარემოებას პოლიცია გამოიძიებს“,– წერს სოციალურ ქსელში პრესმდივანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S