Accentnews.ge
ბაქო და ერევანი მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის თაობაზე იუწყებიან

ბაქო და ერევანი მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის თაობაზე იუწყებიან

15/09/2022 11:31:00 კავკასია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 სექტემბრიდან, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციის“ შედეგად დაიღუპა 71 აზერბაიჯანელი სამხედრო. მანამდე ბაქოს დადასტურებული ჰქონდა 50-ის დაღუპვა.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღსაკვეთად აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე, რომელიც ზანგილანის რაიონზე გადის, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგეს დამანგრეველი დარტყმები მიაყენეს და მისი საცეცხლე წერტილები გააუვნებელყვეს. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის მრავალრიცხოვანი დანაკარგით", – აცხადებს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური.

თავის მხრივ, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის თაობაზე იუწყება სომხეთი. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვარზე დაიღუპა სომხეთის არმიის 105 სამხედრო.

ცნობისთვის: 13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტი გამწვავდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.

კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.

რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S