
ბერდიანსკში ოკუპანტების წარმომადგენელი მეუღლესთან ერთად მოკლეს
16/09/2022 14:20:16 ევროპა
ქალაქ ბერდიანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ბოიკო მეუღლესთან ერთად მოკლეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ბერდიანსკის ე.წ. "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე საბინაო და კომუნალური მომსახურების საკითხებში“ ოლეგ ბოიკო და მისი მეუღლე – ლუდმილა ბოიკო, რომელიც „რეფერენდუმის საქალაქო საარჩევნო კომისიას“ ხელმძღვანელობდა, თავიანთ ავტოფარეხთან მოკლეს.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.