Accentnews.ge
ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

16/09/2022 14:31:51 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული მკვლელობის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ მისი ხედვით109-ე მუხლი (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) უნდა შეცვლილიყო. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სხდომაზე განაცხადა, გზირიშვილი უვადო პატიმრობას იმსახურებდა, თუმცა ვინაიდან ის იყო შეზღუდული შერაცხადობის პირობებში იმყოფებოდა, მსგავსი გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.

თავად გოგა გზირიშვილი ბრალს აღიარებს.

მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S