
უკრაინის ომში კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა
16/09/2022 14:52:05 კონფლიქტები
უკრაინის ომში დაჭრილი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მკვიდრი ახმატ ზასეევი დონის როსტოვის კლინიკაში გარდაიცვალა.
სოფელ კვაისის მკვიდრი ზასეევი, 26 წლის იყო.
მანამდე ცნობილი იყო უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალიდან 18 მებრძოლის დაღუპვის შესახებ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს.
მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა. ამბობდნენ, რომ აღჭურვილობის გარეშე გაუშვეს ბრძოლის ველზე და რომ „სახორცე მასალად“ იყენებდნენ.