Accentnews.ge
იზიუმთან, მასობრივ სამარხში ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს [ფოტო]

იზიუმთან, მასობრივ სამარხში ხელებშეკრული სამხედროების ცხედრები იპოვეს [ფოტო]

16/09/2022 15:25:36 ევროპა

უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ იზიუმის მახლობლად მდებარე მასობრივ სამარხში იპოვეს უკრაინელი სამხედროების ცხედრები, რომლებიც შესაძლოა, ნაწამები იყვნენ.

„აქ ვნახე ადგილი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან დაკრძალული. არის ფაქტები, რომ ისინი აწამეს და დახოცეს. მაგალითად, მათ ხელები აქვთ შეკრული“,– თქვა ომბუდსმენმა.

სამარხში იპოვეს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებიც. ლუბინეცის თქმით, ისინი დაიღუპნენ ქალაქზე რუსული ძალების შეტევისას და ოკუპაციის დროს:

„მასშტაბები უბრალოდ შემაძრწუნებელია: ოჯახებია დაკრძალული – მშობლები შვილებთან ერთად. ყველა მათგანი დაიღუპა ოკუპაციის დროს და იმ დროს, როდესაც რუსული არმია ჩვენს ტერიტორიაზე წინ მიიწევდა“.

15 სექტემბერს, იზიუმის მახლობლად, ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ამ სამარხიდან 450 ცხედარი ამოასვენეს:

„ეს მხოლოდ ერთ-ერთი მასობრივი საფლავია“.

ოლეგ კოტენკომ – საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების კომისარმა – განაცხადა, რომ იზიუმში დაღუპულთა რაოდენობამ შეიძლება, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს ცნობით, ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუსი ჯარები აწამებდნენ ხალხს.

მანამდე უკრაინის სახალხო დამცველმა თქვა, რომ იზუმში შენობების 70%-ზე მეტი რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს. მისი თქმით, სამხედროებმა გამომძიებლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამოავლინეს რამდენიმე ადგილი, სადაც სამხედრო დანაშაულები ხდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S