Accentnews.ge
ხარკოვის რეგიონში 10-მდე ოთახი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანებს აწამებდნენ

ხარკოვის რეგიონში 10-მდე ოთახი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანებს აწამებდნენ

16/09/2022 16:19:55 ევროპა

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონის ახლახანს დეოკუპირებულ რაიონებში მინიმუმ, 10 ადგილი იპოვეს, სადაც სავარაუდოდ, ადამიანებს აწამებდნენ რუსული ოკუპაციის დროს. მათგან ორი ბალაკლეაში, მათ შორის – ბალაკლეას პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვეების განმავლობაში სუფევდა გიჟური საშინელება, ძალადობა, წამება, ხოცვა-ჟლეტა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

კლიმენკომ ისაუბრა იზიუმის მახლობლად, ტყეში აღმოჩენილ მასობრივ საფლავზეც და თქვა, რომ მარტის შემდეგ იქ 445 ადამიანია დაკრძალული. მათ შორის, არიან უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S