Accentnews.ge
კიკეთში სროლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, არიან დაჭრილები

კიკეთში სროლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, არიან დაჭრილები

17/09/2022 15:18:48 სამართალი

ცოტა ხნის წინ სროლა იყო კიკეთში. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი პირი, ასევე არიან დაჭრილები.

დაჭრილებს შორის არიან ქალებიც, ისინი “ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.

შსს-ს ინფორმაციით, კიკეთში დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S