Accentnews.ge
დადასტურებულია 16 რაიონში კონცენტრაციის ადგილების, საყრდენი პუნქტების და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება – უკრაინის გენშტაბი

დადასტურებულია 16 რაიონში კონცენტრაციის ადგილების, საყრდენი პუნქტების და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება – უკრაინის გენშტაბი

19/09/2022 06:00:41 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. გენშტაბის ცნობითვე, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 3 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელეს 21 დარტყმა. დადასტურებულია 16 რაიონში კონცენტრაციის ადგილების და საყრდენი პუნქტების და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება. სარდლობის ცნობითვე, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის 14 ობიექტზე და დანაკრგები ჯერ დაზუსტებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს საკუთარ არმიაში დანაკარგების არასტანდარტული მეთოდებით შევსებას და ქვედანაყოფების გასაძლიერებლად ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში გაგზავნა 400 პირი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.

მტრის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელდა 21 დარტყმა. დადასტურებულია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S