
"ეს მზადებაა!": ზელენსკი კონტრშეტევის გაგრძელებაზე საუბრობს
19/09/2022 06:11:36 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქის შემდეგ, ქვეყნის სხვა ტერიტორიების გასათავისუფლებლად ემზადებიან.
18 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შესაძლოა, ზოგიერთს ეგონოს, რომ გამარჯვებების მთელი წყების შემდეგ, პროცესი მიყუჩდა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მზადება შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის, რომლებიც აუცილებლად უნდა ისმოდეს, რადგან თავისუფალი უნდა იყოს მთელი უკრაინა. ამ კონტექსტში ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში და ყირიმში მდებარე ქალაქები: მარიუპოლი, მელიტოპოლი, ხერსონი, დონეცკი, გორლოვკა, ლუგანსკი, ჯანკოი, ევპატორია და იალტა.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველ რიცხვებში წამოიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში და რუსეთის ჯარებისგან გაათავისუფლა მათ შორის იზიუმი, ბალაკლეა და კუპიანსკი.