Accentnews.ge
54 650 სამხედრო, 2212 ტანკი, 1313 საარტილერიო სისტემა: განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან

54 650 სამხედრო, 2212 ტანკი, 1313 საარტილერიო სისტემა: განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან

19/09/2022 09:48:55 ევროპა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომში ჯამში 54 650 სამხედრო დაკარგა, ხოლო გასული დღე–ღამის განმავლობაში – 170-მდე.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე – ომის 208 დღეში რუსეთმა დაკარგა:

  • ტანკი – 2212 (+2),
  • ჯავშანტექნიკა – 4720 (+2),
  • საარტილერიო სისტემა – 1313 (+4),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 312,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 168,
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 251,
  • ვერტმფრენი – 217,
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 920 (+2),
  • გემი/ნავი – 15,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3581 (+3),
  • სპეცტექნიკა –125 (+3),
  • ფრთოსანი რაკეტა – 238.

პენტაგონის 9 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 70-80 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში გაჩაღებულ ომში 25 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ტყვეებისა და დაშავებულების ჩათვლით, რუსეთის დანაკარგი 80 ათასს აღწევს.

ISW–ის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლაში და განსაკუთრებით ხარკოვის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევის დროს დამანგრეველი დანაკარგები განიცადეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით. რამდენიმე რუსული ჯავშანტექნიკა და მექანიზებული ქვედანაყოფი სავარაუდოდ, ფაქტობრივად, განადგურდა.

იხილეთ ასევე: ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევა პროგრესირებს – ISW

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S