Accentnews.ge
საქართველო წლის ბოლომდე უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოების დაწყებას გეგმავს

საქართველო წლის ბოლომდე უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოების დაწყებას გეგმავს

19/09/2022 10:34:19 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცნობით, პოლონურ კომპანიასთან ყველა ფორმალური პროცესი დასრულებულია და საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

“ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული კერძო საწარმო. დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია “დელტასთან” ერთად და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, ტელეკომპანია იმედის ეთერში [15 სექტემბერს] განაცხადა, რომ "საქართველოში NATO-ს სტანდარტის შაშხანები იწარმოება, პოლონელებთან ერთად დაფუძნებული საწარმო კი დრონებზე იმუშავებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S