Accentnews.ge
„ჩრდილში“ შევა“: სანქციები კადიროვის ინტერესებს ურტყამს ახლო აღმოსავლეთში

„ჩრდილში“ შევა“: სანქციები კადიროვის ინტერესებს ურტყამს ახლო აღმოსავლეთში

19/09/2022 11:32:09 კავკასია

უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის და მისი ოჯახის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალი შეზღუდვები გავლენას მოახდენს რამზან კადიროვის ბიზნეს ინტერესებზე და მის რეპუტაციაზე ახლო აღმოსავლეთში.

კადიროვთან ერთად სანქციების ქვეშ მოჰყვა კადიროვის სამი ქალიშვილი, ცოლი და კიდევ ორი ქალი, რომელთაც აშშის ფინანსთა სამინისტრო კადიროვის მეორე და მესამე ცოლებად მოიხსენიებს. თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერს მრავალცოლიანობა საჯაროდ არასდროს უღიარებია, თუმცა როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აღნიშნავენ, ეს საიდუმლო არავისთვისაა.

კადიროვი, რომელიც სანქციებზე ყოველ ჯერზე ემოციურად რეაგირებს, ირწმუნება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მასზე რეალურ გავლენას ვერ მოახდენს: „მშვენივრად იციან, რომ დასავლეთში არც ქონება მაქვს და არც ანგარიშები, მაგრამ ჯიუტად მმატებენ სანქციების სიებში და ამჯერად რატომღაც, ჩემი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ.

"სანქციებს ექნებათ კომპლექსური შედეგები, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური, მაგრამ ასევე რეპუტაციული თვალსაზრისით“,– განაცხადა „კავკაზ რეალიისთან“ თემის კომენტირებისას, ევროპაში დაფუძნებული ფონდის „ტოლამის“ ხელმძღვანელმა ჯამბულატ სულეიმანოვმა.

სანქციების შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ კადიროვს შეუძლია ახლო აღმოსავლეთის ბანკებთან მუშაობა თავისი ახლო თანამოაზრეების მეშვეობით, – ვარაუდობს პაველ ლუზინი, პოლიტოლოგი და ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში:

„ჩეჩნური დიასპორები იორდანიაში, სირიაში და თურქეთში არსად წასულან და კადიროვი მათთან კავშირს შეინარჩუნებს. მაგრამ მას მნიშვნელოვნად შეეკვეცა შესაძლებლობები პირადი დიპლომატიისთვის. ამიტომ, არ უნდა გამოვრიცხოთ კადიროვის კიდევ უფრო ღრმად შესვლა არაბული სამყაროს ჩრდილში და კრიმინალურ სექტორში“.

ჩეჩენი უფლებადამცველების თქმით, რაც არ უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო კადიროვმა, მისი ოჯახი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დიდ ქონებას ფლობს და სწორედ ამიტომ დაწესდა სანქციები მის ქალიშვილებსა და მეუღლეებზე, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია მას ბიზნესისა და უძრავი ქონების მართვა. ეს აქტივები კი შეიძლება, ე.წ. მეორადი სანქციებით დაზარალდეს. მეორადი სანქციები არის შეზღუდვები, რომლებიც ვრცელდება ორგანიზაციებზე, ინდივიდებზე ან ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას.

„მაგალითად, თურქული ბანკი, რომელიც ხსნის ანგარიშს სანქცირებული რუსისთვის, ასევე დგება სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკის წინაშე. სწორედ ამის გამო ამბობენ უარს როგორც მთელს მსოფლიოში ფინანსური ინსტიტუტები, ასევე კონტრაგენტები აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცეულ პირებთან თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებაზე“,– განმარტავს საერთაშორისო ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის რუსული ფილიალის დირექტორი ილია შუმანოვი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საუდის არაბეთმა დაიკავა პროამერიკული პოზიცია, თუმცა ის არ ეთანხმება თეთრი სახლის დაჟინებულ წინადადებებს პრაქტიკული დახმარების შესახებ, როგორიცაა ნავთობის მოპოვების გაზრდა რუსეთის ბაზრიდან გასვლის მიზნით.

ამჟამად საუდის არაბეთი პოზიცია არ იძლევა აქტივების დაყადაღების შესაძლებლობას, რაც შესაძლოა, შეეხოს კადიროვსაც, მაგრამ ვაშინგტონის სათანადო დაჟინებით, ქვეყანას შეუძლია, მხარი დაუჭიროს დაწესებულ შეზღუდვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S