
ლუგანსკში ეუთოს მისიის თანამშრომელს 13–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
19/09/2022 11:51:44 ევროპა
ოკუპირებული ლუგანსკის "უმაღლესმა სასამართლომ" ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მისიის თანამშრომელ დმიტრი შაბანოვს 13–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სეპარატისტები მას სახელმწიფო ღალატსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ მუშაობას ედავებიან.
ეუთოს მისიის თანამშრომელი დმიტრი შაბანოვი უკრაინის მოქალაქეა. თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, სეპარატისტებმა ეუთოს მისიის სულ მცირე, ექვსი თანამშრომელი დააკავეს.
ივლისში შაბანოვი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით უჩვენეს და ამტკიცებდნენ, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ივლისში განაცხადა, რომ შაბანოვისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო და შეთითხნილი იყო.
შაბანოვის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ეუთოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.