Accentnews.ge
რუსეთი UEFA–სგან უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დისკვალიფიკაციას ითხოვს საჯარო პოზიციის გამო

რუსეთი UEFA–სგან უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დისკვალიფიკაციას ითხოვს საჯარო პოზიციის გამო

19/09/2022 12:18:20 ევროპა

რუსეთის ფედერაცია UEFA–სგან უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე პეტრაკოვის დისკვალიფიკაციას ითხოვს ამასწინათ დაფიქსირებული პოზიციის გამო,– იუწყება უკრაინული მედია.

როგორც ირკვევა, რუსული მხარის გაღიზიარება მწვრთნელის პოზიციას მოჰყვა საკუთარი ქალაქის იარაღით დაცვისთვის მზაობის თაობაზე.

„ვფიქრობდი, რომ კიევში თუ მოვიდოდნენ, იარაღს ავიღებდი და ჩემს ქალაქს დავიცავდი. 64 წლის ვარ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება ნორმალურია. ვფიქრობ, ორი-სამი მტრის მოკვლას შევძლებდი“,– განაცახდა აპრილში მწვრთნელმა საერთაშორისო მედიასთან.

რუსეთის ფეხბურთის კავშირმა პეტრაკოვი "რუსების დისკრიმინაციაში და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა". ჯამში კი „ქცევის კოდექსების დარღვევაში“ დასდო ბრალი.

უკრაინაში UEFA–ს წერილის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მწრვრთნელმა პატრიოტიზმის დემონსტრირება მოახდინა:

„როდესაც არაადამიანი დამპყრობლები თავს დაესხნენ მის [პეტრაკოვის – რედ] ქვეყანას, მზად იყო დაეცვა თავისი მიწა, ქალები, ბავშვები. სამხედრო გამოცდილების უქონლობის გამო ჯარში არ წაიყვანეს, მაგრამ მისი ნაბიჯი ქვეყნისადმი თავდადებისა და პატრიოტიზმის დასტურია.რა სახის დისკრიმინაციაზე შეიძლება ვისაუბროთ ერთან მიმართებაში, რომელიც განზრახ ჩადის გენოციდს სხვის მიმართ?!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S