
უკრაინაში დააკავეს პირი, რომელიც სამხედრო საიდუმლოებას ყიდდა
19/09/2022 12:42:54 ევროპა
ზაპოროჟიეს უსაფრთხოების სამსახურმა შეაჩერა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში სამხედრო ვერტმფრენებისა და მოიერიშეების ძრავების წარმოების შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გადაცემის მცდელობა,– იუწყება უკრაინის უშიშროების სამსახური, თუმცა ქვეყანას არ ასახელებს.
„სპეცოპერაციის შედეგად დაიბლოკა სახელმწიფო ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების უკანონოდ გადაცემის მცდელობა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში“,– აცხადებენ უშიშროების სამსახურში.
უწყების ცნობით, რეგიონის ერთ-ერთი მძლავრი თავდაცვის საწარმოს ყოფილი თანამშრომელი სამხედრო საიდუმლოებით ვაჭრობას აპირებდა და პროცესში 3 მოქმედი თანამშრომელი ჩაერთო: მათ სამუშაო კომპიუტერებიდან საიდუმლო ინფორმაცია და ტექნიკური დოკუმენტაციის ნიმუშები მოიპარეს, რომელთა მიყიდვასაც აპირებდნენ უცხოელი წარმომადგენლებისთვის დახურული ელექტრონული საკომუნიკაციო არხებით.
ექსპერტების წინასწარი დასკვნებით, მოპარული ტექნოლოგიების გამოყენებით, უცხოელებს შეეძლოთ ჩამოეყალიბებინათ მოდერნიზებული თვითმფრინავის ძრავების საკუთარი წარმოება.
ამასთან, 19 სექტემბერს უშიშროების სამსახურმა გამოავლინა დონბასის ორი ბოევიკი, რომლებიც ჩავიდნენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებების განსახორციელებლად ჯერ კიდევ შეჭრის დაწყებამდე.