
ოკუპირებული მელიტოპოლის აეროდრომზე კვლავ აფეთქებებია – მერი
19/09/2022 12:53:27 ევროპა
ოკუპირებული მელიტოპოლის აეროდრომზე კვლავ აფეთქებების ხმები ისმის,– იუწყება მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი 19 სექტემბერს და ვიდეოს აქვეყნებს.
"დამპყრობლების მიერ დაკავებული მელიტოპოლის აეროდრომზე კვლავ აფეთქებებია. ვაზუსტებთ ინფორმაციას",– ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლის აეროდრომზე ძლიერი აფეთქება 16 სექტემბერსაც მოხდა.