
ლარი გაუფასურდა
19/09/2022 13:18:43 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ცნობით, 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.51 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა – 1.60 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8364 ლარი გახდა.
1.01-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2319 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქულ ლირასთან გაუფასურება 0.08 თეთრი იყო, შედეგად ახალი კურსი 15.54 თეთრი შეადგინა.