
ბელოგოროვკა უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა – გაიდაი
19/09/2022 13:58:47 ევროპა
ბელოგოროვკა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, - იუწყება ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.
ამავდროულად, ის გამოდის გაფრთხილებით, რომ ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება მარტივი არ იქნება, რადგან მტერი თავდაცვისთვის ემზადება
“ჩვენ ყველანი მოთმინებით უნდა ვიყოთ ლუგანსკის ოლქის მასშტაბური დეოკუპაციის მოლოდინში. ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ხარკოვის ოლქში. ლუგანსკის ოლქის ყოველი სანტიმეტრისთვის მძიმე ბრძოლა იქნება. მეტოქე თავდაცვისთვის ემზადება, ამიტომ “აღლუმით” ვერ შევალთ”, - წერს გაიდაის განცხადებაში.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, სამუშაოს განახლებისთვის ყოველ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტში:
“ხალხი ჩვენ გველოდება. ჩვენ ვემზადებით. უკრაინის ხელისუფლება დაუყონებლივ დაიწყებს მუშაობას დეოკუპირებულ თემებში. დრო და მოთმინება. თვალი ადევნეთ ოფიციალურ ინფორმაციას”.