Accentnews.ge
ჩერქეზეთში კავკასიის "რუსეთისგან გათავისუფლებისკენ" მოწოდებები ისმის

ჩერქეზეთში კავკასიის "რუსეთისგან გათავისუფლებისკენ" მოწოდებები ისმის

19/09/2022 14:10:36 პოლიტიკა

ჩერქეზი საზოგადო მოღვაწე, მეწარმე და აქტივისტი იბრაჰიმ იაგანოვი კავკასიას "რუსეთისგან გათავისუფლებისკენ" მოუწოდებს.

"ყველას გვსმენია რუსეთში ცნობილი ლოზუნგი "დროა, შევწყვიტოთ კავკასიის კვება". მსგავსი განცხადებები ბოლო დროს კიდევ უფრო გააქტიურდა. მაგრამ რეალურად, კავკასიას რუსეთისგან კვება არაფერში სჭირდება, რუსეთის გარეშეც მშვენივრად გავიტანთ თავს. თუ რუსეთი ოდესმე კავკასიაში ვინმეს მართლაც კვებავდა ეს იყვნენ ჩვენი ჩინოსნები, რომლებიც განათლებას რუსეთში იღებდნენ, იქ კარგად უმუშავებდნენ ტვინებს და შემდეგ რუსეთისვე ინტერესების გასატარებლად გვიგზავნიდნენ აქ, თანაც გვინიშნავდნენ ძალით, რუსული ხიშტების გამოყენებით. დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს. კავკასიამ თავად უნდა მიხედოს თავის თავსა და მომავალს, თუმცა ამისთვის აუცილებელია გათავისუფლება" - აცხადებს იაგანოვი.

იხილეთ ასევე: ჰოჯესი: უნდა ვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის

რუსული კოლონიალიზმი: კრემლის მითები და რეალობა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S