Accentnews.ge
პესკოვმა სიცრუე უწოდა იზიუმში მასობრივი სამარხის შესახებ მტკიცებულებებს

პესკოვმა სიცრუე უწოდა იზიუმში მასობრივი სამარხის შესახებ მტკიცებულებებს

19/09/2022 14:55:17 ევროპა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სიცრუე უწოდა იზიუმის დეოკუპაციის შემდეგ ქალაქის მახლობლად მასობრივი სამარხის აღმოჩენის შესახებ მტკიცებულებებს.

"ეს არის იგივე სცენარი, როგორიც ბუჩისა იყო. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს არის ტყუილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში", - უპასუხა პესკოვმა შეკითხვას.

იზიუმში მშვიდობიანი მოქალაქეების შესაძლო წამებისა და დახოცვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ქალაქის ოკუპაციის პირობებში ყოფნის დროს ვრცელდებოდა, თუმცა მტკიცებულებები დეოკუპაციის შემდეგ იპოვეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაპოვნია სულ მცირე 440 გვამი. ხარკოვის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი ამბობს, რომ აღმოჩენილი გვამების 99 პროცენტს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობა. ამასთან, აღმოჩენილია ადგილები, სადაც ადამიანებს აწამებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S