Accentnews.ge
„ტროას ცხენი!“: ორბანის განცხადებას კიევის მწვავე რეაქცია მოჰყვა

„ტროას ცხენი!“: ორბანის განცხადებას კიევის მწვავე რეაქცია მოჰყვა

19/09/2022 15:36:22 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებებს გამოეხმაურა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების აუცილებლობის შესახებ და უნგრეთს "ტროას ცხენი" უწოდა.

„ორბანი ამბობს, რომ იბრძოლებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისთვის. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ: უნგრეთი „ტროას ცხენია“, რომელიც ევროკავშირის დაშლას ევროპელი გადამხდელების ხარჯზე ცდილობს. ორბანს სძულს უკრაინა და ევროპაში "რუსულ სამყაროზე" ოცნებობს. ღირს კი ევროკავშირმა ეს დივერსიები დააფინანსოს?” - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

16 სექტემბერს Szabad Európa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არაერთი რეზონანსული განცხადება გააკეთა, განსაკუთრებით უკრაინის ომთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ჟურნალისტები ღონისძიების რამდენიმე მონაწილისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, ორბანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში „შეიძლება, 2030 წლამდე გაგრძელდეს“, ხოლო თავად უკრაინამ „შეიძლება, დაკარგოს ტერიტორიების მესამედი ან ნახევარი“.

ამავე წყაროს ცნობით, ორბანმა თქვა, რომ უკრაინაში ომი „ლოკალური იქნებოდა, მაგრამ ჩაერია დასავლეთი და ის გლობალური გახადა“ და მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესდა, ევროპამ „საკუთარ ფეხში ისროლა“.

„ამიტომ, საჭიროა ძალისხმევა სანქციების გაგრძელების თავიდან ასაცილებლად“,– ციტირებენ ორბანს ჟურნალისტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S