
აფხაზეთში დათვმა რუსი მოზარდი დაკბინა
19/09/2022 17:01:32 კონფლიქტები
აფხაზეთში, ზოოპარკში დათვის მიერ დაკბენილ 17 წლის რუს ტურისტს დონის როსტოვის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
ირკვევა, რომ მოზარდმა სხვა რუს ტურისტებთან ერთად გადაწყვიტა, დათვისთვის ვოლიერში ბალახი შეეწოდებინა, მაგრამ მხეცმა ბალახთან ერთად ხელიც წააცალა.
პირველადი დახმარება დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ნაწილობრივ ამპუტირებული ხელით სამშობლოში - დონის როსტოვში გადაიყვანეს.