Accentnews.ge
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II უინძორების სასახლის საგვარეულო საძვალეში დაკრძალეს

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II უინძორების სასახლის საგვარეულო საძვალეში დაკრძალეს

19/09/2022 17:55:27 ევროპა

ორშაბათს ლონდონში დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. 96 წლის ბრიტანეთის მონარქი, რომელიც ტახტზე 70 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

19 სექტემბერს დედოფლის კუბო ვესტმინსტერის სასახლიდან სამეფო ოჯახის წევრების თანხლებით ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენეს, სადაც გაიმართა პანაშვიდი. ცერემონია სულ ერთ საათს გრძელდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მეფე კარლ III, კენტერბერის ეპისკოპოსი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები.

ბრიტანეთის დედოფლის გამოსათხოვარ წირვას 2000 სტუმარი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტოც ესწრებოდნენ.

ამის შემდეგ დედოფლის სასახლე კატაფალკით უინძორის სასახლისკენ გადაასვენეს, სადაც ოჯახისა და უახლოესი ნათესავები დასწრებით დახურული დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II უინძორების სასახლის საგვარეულო საძვალეში ქმრის, პრინც ფილიპეს გვერდით დაკრძალეს.

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, მისი 73 წლის ვაჟიშვილი ჩარლზი ავტომატურად გახდა გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S