
უკრაინაში კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა
19/09/2022 17:58:13 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ცხინვალელი მებრძოლი დაიღუპა. რუსლან ზასეევი კვაისას მკვიდრი იყო. ის რუსეთის საოკუპაციო-სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდა და იქიდან წავიდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
როგორც დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, ზასეევი იყო რიგითი და მოტომსროლელთა ბატალიონის წევრი. ის სიკვდილის შემდეგ წარდგენილია ე.წ. სახელმწიფო ჯილდოზე.
მანამდე ცნობილი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ომში დაღუპული 19 მებრძოლის შესახებ.