„ФСБ–ს და პუტინ–პრიგოჟინის გზები გაიყო“: ოსეჩკინი რუსი ძალოვანების შიშებზე საუბრობს

19-09-2022 22:57:37 ეს საინტერესოა

Gulagu.net–ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ევგენი პრიგოჟინს (მეტსახელად “პუტინის მზარეული”) ცნობილი ვიდეო, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ პატიმრების გადაბირების მცდელობას ასახავს უკრაინაში წარსაგზავნად, ФСБ–მ გაუვრცელა, რასაც შდა დაძაბულობა მოჰყვა.

„ვერ ვიტყვი, რომ ФСБ–ს თანამშრომლებს პატივს ვცემ, მაგრამ მათ მშვენივრად ესმით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც თავად ცხოვრობენ ოჯახებით და აქვე გეგმავენ შვილიშვილების გაზრდას და უცებ, სახელმწიფო მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან იწყებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობებისთვის გასამართლებული ადამიანების გათავისუფლებას და მათ იარაღს აძლევს. ФСБ–ში ესმით, რომ ამ პირთაგან ნაწილი უკრაინის მიწაზე დარჩება, მაგრამ ნაწილი უკან დაბრუნდება. და ისინი პროგნოზირებენ, თუ როგორ გაიზრდება მძიმე ხასიათის დანაშაულის შემთხვევები. ეს ყველაფერი კი იმ ადამიანების ხელით ხდება, რომლებიც ამჟამად ათავისუფლებენ „მკვლელ მანქანებს“ და მეტიც, კიდევ უფრო პროფესიონალ მკვლელებად აქცევენ (ისინი წვრთნებს მოსამზადებელ ბაზებზე გადიან საზღვართან). ისინი გრძელვადიან პროგნოზს აკეთებენ, ქვეყნის შენარჩუნება სურთ, პუტინს და პრიგოჟინს კი მკაფიო ხედვა აქვთ, რომ რუბიკონი გადალახეს, უკანასკნელი დროებაა და ბიჭები ყველა ძალით ცდილობენ, ისტორიის წიგნებში მოხვედრას. ამ კუთხით ФСБ–ს და მათი გზები ერთმანეთს ასცდა და მომავალში კიდევ უფრო ასცდება“,– ამბობს ოსეჩკინი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მისივე თქმით, კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ФСБ–ს აშფოთებს, ეს კერძო სამხედრო კომპანიებია, რომლები ფაქტობრივად არ კონტროლდება. კერძოდ, მისი თქმით, 21–ე საუკუნეთში რუსეთში ორი კერძო არმია არსებობს – ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის და ზემოთხსენებული პრიგოჟინის „ვაგნერი“.

„არსებობს უზარმაზარი დაჯგუფება, მათ შორის აგრესიული და ფაქტობრივად, სახელმწიფოს მიერ უკონტროლო, რომელშიც ასევე შედის 1000–მდე მსჯავრდებული, ისინი ფლობენ ტანკებს, თვითმფრინავებს და რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მოქმედების დროს სწორედ რომ პრიგოჟინი (და არა მილიარდერები და უსაფრთხოების სამსახური) შეძლებს, გადამწყვეტი ფაქტორი ითამაშოს რუსეთში მოვლენათა განვითარებაში თვალსაწიერ მომავალში. თუ წარმოვიდგენთ, რომ ომი მთავრდება და სამხედროები ბრუნდებიან რუსეთში, ხოლო რუსეთი ამ ომს აგებს, რომელიც თავადვე დაიწყო, გასაგებია, რომ პუტინის რეიტინგი ეცემა გეომეტრიული პროგრესიით და ერთადერთი, ვინც შეძლებს წინ აღუდგეს, იქნება პრიგოჟინი გენერალიტეტთან ერთად, რომელსაც ფლობს ამ არმიას და რომლისაც ძალოვანებს ეშინიათ. ხოლო თუ ომი ჭიანურდება და დაახლოებით ნახევარ, ერთ წელიწადში იქმნება ეკონომიკური კოლაფსი, შიდა მღელვარება იქნება და თუ სახელმწიფო ორგანოები ამგვარად გააგრძელებენ მუშაობას, კერძო სამხედრო დაჯგუფების წევრები მიეჩვივნენ იქეთ–აქეთ სროლას, მით უფრო რომ მათ კურატორები ჰყავთ, რომლებიც მათ დანაშაულს ხელს აფარებენ. ამდენად, დიახ, ეს ძალაა და სერიოზული საფრთხე და სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურში მსახურობს, შოკშია, რომ მათ თვალწინ იზრდება ეს მონსტრი მსხვილი ფინანსებით და კავშირებით“.

ამავე კონტექსტში ახსენებს ოსეჩკინი „კადიროველებს“, რომელსაც ის ასევე „შავი ფულით“ დაფინანსებულ კერძო სამხედრო დაჯგუფების წევრებად მოიხსენიებს.

„ეს მოიცავს როსგვარდიას, ბანდიტებს... ФСБ ამის გამოც შიშობს. თავად უშვებენ დემონებს კონტროლიდან და ახლა თავადვე არიან უკიდურესად შეშფოთებულები, რომ ამ ისტორიაში კონტროლი დაკარგეს. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი შავი ფულით ფინანსდებიან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები