Accentnews.ge
ლუგანსკის ორი რაიონიდან კოლაბორანტები რუსეთში გარბიან – უკრაინის გენშტაბი

ლუგანსკის ორი რაიონიდან კოლაბორანტები რუსეთში გარბიან – უკრაინის გენშტაბი

19/09/2022 19:54:28 ევროპა

კოლაბორანტები რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საოკუპაციო ხელისუფლებასთან, ლუგანსკის რეგიონის ბელოკურაკინსკისა და ტროიცკის რაიონებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიემგზავრებიან,– ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საღამოს ანგარიშში.

„ისინი ცდილობენ, თან წაიღონ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ უკანონო საქმიანობას თვითგამოცხადებული ხელისუფლების შემადგენლობაში“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ დონეცკის რეგიონის ოკუპირებული ტორესის მახლობლად მდებარე საწვრთნელ მოედანზე რუსმა სამხედროებმა მოაწყეს „საწვრთნელი ბანაკი“ რუსული კოლონიებიდან ჩამოსული პერსონალის მოსამზადებლად რუსეთის არმიის პირველი კორპუსისთვის, რომელმაც დანაკარგები განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ლუგანსკის სამხარეო ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გამოაცხადა უკრაინელი სამხედროების მიერ ლუგანსკის რაიონის სოფელ ბელოგოროვკას გათავისუფლების შესახებ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუკეთებიათ. უკრაინის კონტრშეტევის წარმატების შესახებ ცნობების ფონზე სეპარატისტებმა ლუგანსკიდან და დონეცკიდან გამოაცხადეს "დაუყოვნებელი რეფერენდუმის" აუცილებლობის შესახებ რუსეთთან მიერთების თაობაზე. საპასუხოდ უკრაინის უფიციალურ უწყებებში განაცხადეს, რომ ეს არაფერს შეცვლის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S