
დაღესტნელმა სამხედრომ, რომელმაც უკრაინაში წასვლაზე უარი თქვა, სასამართლო წააგო
19/09/2022 20:20:35 კავკასია
მახაჩყალას გარნიზონის სამხედრო სასამართლომ კანონიერად ცნო კასპიის ფლოტილის სამხედრო მოსამსახურის ფირუდინ გაჯიბეკოვის გათავისუფლება, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში საომრად წასვლაზე. ხელისუფლებამ ასეთი უარი უხეშ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია და სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე გაჯიბეკოვი კონტრაქტით ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა, მათ შორის ოცეულის მეთაურად, – იუწყება Кавказ.Реалии.
გამოცემის ცნობით, 4 მაისს გაერთიანებული ბატალიონის მეთაურმა გაჯიბეკოვმა გენერალურ ფორმირებაში სამხედრო მოსამსახურეებს ზეპირი ბრძანება მისცა უკრაინაში მათი გაგზავნის აუცილებლობის შესახებ "სპეციალური დავალებების შესასრულებლად". დაღესტნელი სამხედრო არ დასთანხმდა საბრძოლველად წასვლას და ეს იმით ახსნა, რომ მეთაურმა წერილობითი საბრძოლო ბრძანება არ წარადგინა.
ამის შემდეგ გაჯიბეკოვი დანაყოფის მუდმივი დისლოკაციის პუნქტში გაემგზავრა, სადაც მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება გადასცეს, რასაც საფუძველად „უხეში დისციპლინური გადაცდომა“დაედო. სასამართლოში ჯარისკაცმა გათავისუფლების გასაჩივრება სცადა, მაგრამ მოსამართლემ მისი მხარე არ დაიჭირა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მახაჩკალის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ 15 სისხლის სამართლის საქმე მიიღო დანაყოფის უნებართვოდ დატოვების ბრალდებით. შედარებისთვის, გასულ წელს სასამართლოში მხოლოდ ცხრა ასეთი საქმე შევიდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დაღესტნელ სამხედროებზე, რომლებმაც კონტრაქტს უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღებამდე მოაწერეს ხელი და ახლა უარს აცხადებენ იქ წასვლაზე, ზეწოლას ახდენენ, მათ შორის, დოკუმენტებში „ღალატისა და სიცრუისკედ მიდრეკილის“ ჩანაწერის დაფიქსირებით და ხელფასის ჩამორთმევით.
ჟურნალისტები წერდნენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან ჯარისკაცები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს უკრაინაში ბრძოლაზე და სახლში ბრუნდებიან - რუსეთში, როგორც წესი, მათ ამის გამო ათავისუფლებენ „სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარის გამო“. ამ ვითარებაში რუსეთის გვარდიის 115 თანამშრომელი ყაბარდო-ბალყარეთიდან, 50 საკონტრაქტო ჯარისკაცი ვლადიკავკაზიდან და კრასნოდარის მხარეში კომპანია ომონ "Пластун" -ის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
გამოცემის ცნობით, კრასნოდარელმა "როსგვარდიელებმა", რომლებიც თებერვალ-აპრილში უკრაინაში იმყოფებოდნენ, დაწერეს განცხადება საბრძოლო ზონაში დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. ინფორმაცია გამოცემამ კრასნოდარის მხარეში ეროვნული გვარდიის ფედერალური ჯარების მთავარი განყოფილებიდან წყაროს მეშვეობით მიიღო. ცნობა ერთ-ერთმა სამხედრომც დაადასტურა. მისი თქმით, ეროვნული გვარდია არ არის კმაყოფილი იმ ანაზღაურებით, რომელიც მათ ორთვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ მიიღეს, რადგან ის გაცილებით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ჰპირდებოდნენ.