Accentnews.ge
იზიუმში კიდევ ერთი საწამებელი ოთახი იპოვეს – ბოლვინოვი [ვიდეო]

იზიუმში კიდევ ერთი საწამებელი ოთახი იპოვეს – ბოლვინოვი [ვიდეო]

19/09/2022 21:07:56 ევროპა

იზიუმის პოლიციის სამმართველოში, რომელიც რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული ქალაქის ოკუპაციის დროს, „წამების ოთახი“ იპოვეს,– იუწყება ხარკოვის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სერგეი ბოლვინოვი.

„გამომძიებლები ახლა შენობას ამოწმებენ. მათ უკვე იპოვეს ოკუპანტების მიერ შენახული დაკავებულთა სიების ჟურნალები, ასევე წამების იარაღები - ელექტრო კაბელები.

ასევე მიმდინარეობს თითოეული საკანის შემოწმება, სადაც ადამიანები ჰყავდათ დატყვევებული. აღებულია დნმ-ის ნიმუშები და თითის ანაბეჭდები. სასამართლოსთვის მტკიცებულებების ბაზა გროვდება“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

ბოლვინოვის თქმით, ხალხი ბნელ სარდაფში რამდენიმე კვირიდან თვემდე რჩებოდა და ყოველთვის არ ესმოდათ, რა სურდათ მათგან ოკუპანტებს.

ქალაქის დეოკუპაციის შემდეგ იზიუმში მასობრივი სამარხი იპოვეს, მათ შორის, ბავშვების ცხედრებით. მშვიდობიანი მოქალაქეების შესაძლო წამებისა და დახოცვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ქალაქის ოკუპაციის პირობებში ყოფნის დროს ვრცელდებოდა, თუმცა მტკიცებულებები დეოკუპაციის შემდეგ იპოვეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაპოვნია სულ მცირე 440 გვამი. ხარკოვის გუბერნატორი ოლეჰ სინეგუბოვი ამბობს, რომ აღმოჩენილი გვამების 99 პროცენტს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობა. ამასთან, აღმოჩენილია 10–მდე ადგილი, სადაც ადამიანებს აწამებდნენ. კრემლში ბრალდებას უარყოფენ.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S