Accentnews.ge
რუსული მოიერიშე ჩამოვაგდეთ – უკაინის საჰაერო სარდლობა

რუსული მოიერიშე ჩამოვაგდეთ – უკაინის საჰაერო სარდლობა

20/09/2022 06:09:02 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 7 საჰაერო სამიზნე, მათ შორის რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, - იუწყება უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით.

მათივე ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორის საოკუპაციო ძალების კუთვნილი ხუთი დრონიცაა.

„19 სექტემბერს, დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი ერთი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი X-59 ტიპის რაკეტა და ხუთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S