Accentnews.ge
რუსების გადამწყვეტი შეცდომა და სიურპრიზი ამერიკელი დამკვირვებლებისთვის: გენერალი ჰეკერი უკრაინის ომზე საუბრობს

რუსების გადამწყვეტი შეცდომა და სიურპრიზი ამერიკელი დამკვირვებლებისთვის: გენერალი ჰეკერი უკრაინის ომზე საუბრობს

20/09/2022 06:47:20 ევროპა

უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ სულ მცირე, 55 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რაც ხელს უშლის რუსეთს საჰაერო სივრცეში დომინირების დამტკიცებაში, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა და დასძინა, რომ კიდევ 5 რუსული თვითმფრინავი მიწაზე განადგურდა.

გენერალ ჰეკერის თქმით, უზარმაზარი დანაკარგები არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსული მოიერიშეები და ბომბდამშენები ვერ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს რუსეთის სამხედრო ოპერაციებში. მეტიც, უკრაინის არმია იყენებს საბჭოთა კავშირში შემუშავებულ S-300 და Buk–ის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ასეთი კომპლექსების მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არსენალებიდან რუსული უპილოტო თვითმფრინავებისგან დასაცავად არის კიევის ერთ-ერთი „მთავარი მოთხოვნა“ მოკავშირეების მიმართ, – თქვა ჯეიმს ჰეკერმა.

მისი შეფასებით, რუსული ძალების უუნარობა, უზრუნველყოს საიმედო საჰაერო დაფარვა საკუთარი ჯარებისთვის, ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი იყო ამერიკელი დამკვირვებლებისთვის, რომლებიც ელოდნენ, რომ რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში დომინანტი იქნებოდა. იმავდროულად, უკრაინამ მოახერხა თავისი სამხედრო თვითმფრინავების დაახლოებით 80%–ის შენარჩუნება, რომლებიც აქტიურად გამოიყენება საჰაერო თავდასხმებისთვის.

გენერალ ჰეკერის თქმით, რუსეთმა დაუშვა "გადამწყვეტი ტაქტიკური შეცდომა", რომ შეჭრის დასაწყისშივე არ გასწია მნიშვნელოვანი ძალისხმევა უკრაინული საზენიტო-სარაკეტო სისტემების განადგურების მიზნით. თავის მხრივ, უკრაინამ აგვისტოში ამერიკული AGM-88 სარადარო რაკეტების მიღება დაიწყო, რომლებიც ამერიკელი ტექნიკოსების მიერ მონტაჟდება უკრაინულ სუ-27 და მიგ-29 გამანადგურებლებზე. ეს რაკეტები გამოიყენება რუსული საზენიტო-სარაკეტო დანადგარების ჩასახშობად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S