Accentnews.ge
Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს გეგმავს

Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს გეგმავს

20/09/2022 07:40:14 ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ტავ ჯორჯია” ავრცელებს.

"შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ნოემბრიდან, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S