
ქუთაისში, ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა, სავარაუდოდ, მას მძევლები ჰყავს აყვანილი
20/09/2022 08:05:06 სამართალი
ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას მძევლები ჰყავს აყვანილი.
მძევლების შესახებ დამატებითი ცნობები არ არსებობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდამსხმელი თანხას ითხობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან არიან მობილიზებული.
"პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები",– აცხადებენ შსს–ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.