Accentnews.ge
ესტონეთში მყოფ რუსებსა და ბელარუსებს იარაღს ჩამოართმევენ

ესტონეთში მყოფ რუსებსა და ბელარუსებს იარაღს ჩამოართმევენ

20/09/2022 08:26:50 ევროპა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ქვეყანაში მყოფი რუსებისა და ბელარუსებისგან მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება მოითხოვა, მიიჩნევს რა, რომ მსგავსი რესურსის ფლობამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

”იმედი მაქვს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხალხი მიხვდება, რომ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეები იარაღით ხელში შეიძლება, პოტენციური საფრთხე იყოს ესტონეთის უსაფრთხოებისთვის,” - ციტირებს ადგილობრივმა გამოცემა Postimees პრემიერ–მინისტრს.

მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება.

”ჩვენ დროს მივცემთ, რათა ნებაყოფლობით ჩააბარონ იარაღი”, - თქვა კალასმა.

რეესტრის მიხედვით, ამჟამად ესტონეთში მცხოვრებ 629 რუსს და ბელორუსს აქვს სანადირო ან თავდაცვითი იარაღი.

გარდა ამისა, კალასი ენის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნარვაში ადგილობრივი პოლიტიკოსების უმეტესობა არ საუბრობს ესტონურად და ეს, „ასე არ უნდა იყოს“.

„ესტონეთში ყველამ უნდა ისაუბროს სახელმწიფო ენაზე, განსაკუთრებით მათ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. საშინელებაა, რომ 2022 წელს უნდა ვილაპარაკოთ ასეთ საკითხებზე, მაგრამ ეს აუცილებელია. ბევრი დრო იყო ენის შესასწავლად“, - თქვა კალასმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ესტონურ ენაზე განათლებასთან დაკავშირებით ამბიციური მიზნები დაისახა, რათა „ესტონეთში არ იზრდებოდნენ თაობაბი, რომლებიც არ საუბრობენ ესტონურად”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S