
ტრასი – უკრაინელებს: "მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა!"
20/09/2022 08:56:46 ევროპა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინელი ხალხისადმი მისი გზავნილი ასეთია: "გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა".
„ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გამარჯვებები შთამაგონებელი იყო. ეს მამაცი ხალხი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როდესაც ისინი იღებენ საჭირო სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით:
„გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადის“ ჩაკეტვით, პუტინმა ევროპაში მილიონობით ადამიანი გაგზავნა უფრო ცივ და რთულ ზამთარში. ძალიან ბევრ ადამიანზე - უკრაინაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში - მანიპულირებენ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს“.