Accentnews.ge
რაზე ესაუბრა საქართველოს სუს–ის უფროსი სომხეთის ელჩს

რაზე ესაუბრა საქართველოს სუს–ის უფროსი სომხეთის ელჩს

20/09/2022 09:22:38 კავკასია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.

ოფიციალური რელიზის მიხედვით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"გრიგოლ ლილუაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს",– ვკითხულობთ რელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S